გურიის მთის და ზღვის კურორტები
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი
გაეცნონ უფრო ახლოს მშობლიური ქვეყნის კურორტებს და მათ მნიშვნელობას.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდებათ ინტერნეტიდან
მათთვის საინთერესო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი.მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ბუკლეტების შექმნა და პრეზენტაციის გაკეთება რუსულ ენაზე.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები ეძებენ ინფორმაციას ინტერნეტში; ატარებენ გამოკითხვებს უფროსებთან; ადგენენ ინფორმაციულ ბუკლეტს რუსულ ენაზე; იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
ასაკი: 15–16 წლი.
ვადები/ხანგრძლივობა: 4 დღე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეაგროვებენ ფოტოებს გურიის კურორტების; რუსულ ენაზე შექმნიან ბუკლეტებს, სადაც მოთავსებული იქნება ინფორმაცია ინფორმაცია; აკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციებს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეები, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოები, მარკერი, ფურცლები.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1: დაფაზე დაწერილი სამი თემიდან მოსწავლეები ირჩევენ ერთს;
ჯგუფს ვყოფ 2 ჯგუფად; ჯგუფის ლიდერები უნაწილებებენ ჯგუფის წევრებს დავალებებს.
აქტივობა–2: ჯგუფებს ვაძლევ დავალებას
1ჯგუფს ევალება მოიძიოს ინფორმაცია მთის კურორტებზე და შექმნას ბუკლეტი.
2ჯგუფს ევალება მოიძიოს ინფორმაცია ზღვის კურორტზე და შექმნას ბუკლეტი.
აქტივობა–3:საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა.
აქტივობა–4:პრეზენტაცია, ბუკლეტის წარდგენა და შეფასება.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.V.12. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ტურისტული გზამკვლევი, ინფორმაციული ბროშურა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· განსაზღვრავს ტექსტის ფორმატს;
· განსაზღვრავს მიზანს (მაგ., ტურისტების ინფორმირება რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ, უცხოელი თანატოლების მოზიდვა რეგიონში და სხვა);
· მიზნიდან გამომდინარე ადგენს რუბრიკებს (მაგ., ღირშესანიშნაობები, გასართობები, ცნობილი ადამიანები, ადგილობრივი კერძები და სხვა);
· თითოეული რუბრიკისთვის წერს მოკლე ინფორმაციულ ტექსტებს, სადაც აღწერს დეტალებს და იძლევა შეფასებებს;
· იძლევა ინსტრუქციებს;
· იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს;
· შესაბამისად აფორმებს ტექსტს (ფოტო, ნახატი, რუკა, გეგმა და სხვა);
· მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
უცხ.ს.V.23. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
· გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
· განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
· განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად;
· განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
· განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.
უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
· ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
· მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად, მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
· ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
· უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
· ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
· საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
· აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
· კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
· მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნაზი ცინცაძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nazicincadze@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: nazicinzadze.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий