სასწავლო პროექტი


გურიის  მთის და ზღვის კურორტები


პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი
გაეცნონ უფრო ახლოს მშობლიური ქვეყნის კურორტებს და მათ მნიშვნელობას.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდებათ ინტერნეტიდან     
მათთვის საინთერესო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი.მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ბუკლეტების შექმნა და პრეზენტაციის გაკეთება რუსულ ენაზე.

პროექტის მიზანი: მოსწავლეები  ეძებენ ინფორმაციას ინტერნეტში; ატარებენ გამოკითხვებს უფროსებთან; ადგენენ ინფორმაციულ ბუკლეტს რუსულ ენაზე; იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

ასაკი: 15–16 წლი.

ვადები/ხანგრძლივობა: 4 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეაგროვებენ ფოტოებს გურიის კურორტების; რუსულ ენაზე შექმნიან ბუკლეტებს, სადაც მოთავსებული იქნება ინფორმაცია ინფორმაცია; აკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციებს.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეები, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოები, მარკერი, ფურცლები.

პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1: დაფაზე დაწერილი სამი თემიდან მოსწავლეები ირჩევენ  ერთს;
ჯგუფს ვყოფ 2 ჯგუფად; ჯგუფის ლიდერები უნაწილებებენ ჯგუფის წევრებს დავალებებს.
აქტივობა–2: ჯგუფებს ვაძლევ დავალებას
1ჯგუფს ევალება მოიძიოს ინფორმაცია მთის კურორტებზე და შექმნას ბუკლეტი.
2ჯგუფს ევალება მოიძიოს  ინფორმაცია ზღვის კურორტზე და შექმნას ბუკლეტი.
აქტივობა–3:საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა.
აქტივობა–4:პრეზენტაცია, ბუკლეტის წარდგენა და შეფასება.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.V.12. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ტურისტული გზამკვლევი, ინფორმაციული ბროშურა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·           განსაზღვრავს ტექსტის ფორმატს;
·           განსაზღვრავს მიზანს (მაგ., ტურისტების ინფორმირება რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობების შესახებ, უცხოელი თანატოლების მოზიდვა რეგიონში და სხვა);
·           მიზნიდან გამომდინარე ადგენს რუბრიკებს (მაგ., ღირშესანიშნაობები, გასართობები, ცნობილი ადამიანები, ადგილობრივი კერძები და სხვა);
·            თითოეული რუბრიკისთვის წერს მოკლე ინფორმაციულ ტექსტებს, სადაც აღწერს დეტალებს და იძლევა შეფასებებს;
·           იძლევა ინსტრუქციებს;
·           იძლევა შესაბამის რჩევა-დარიგებებს;
·           შესაბამისად აფორმებს ტექსტს (ფოტო, ნახატი, რუკა, გეგმა და სხვა);
·           მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.

უცხ.ს.V.23. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
·           გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
·           განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
·           განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად;
·           განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
·           განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.

უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·            ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·            მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად, მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
·            ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
·           უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
·           ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
·           საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
·            აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
·            კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
·            მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნაზი ცინცაძე.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nazicincadze@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: nazicinzadze.blogspot.com